თავში

ბაიდენმა ტრამპის მიერ გამოცემული შვიდი აღმასრულებელი ბრძანება გააუქმა

ბაიდენმა ტრამპის მიერ გამოცემული შვიდი აღმასრულებელი ბრძანება გააუქმა
ბაიდენმა ტრამპის მიერ გამოცემული შვიდი აღმასრულებელი ბრძანება გააუქმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა მისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში გამოცემული შვიდი აღმასრულებელი ბრძანება გააუქმა. ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

გაუქმდა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც ყველა პოტენციურ ემიგრანტს ევალებოდა მტკიცებულების წარმოდგენა, რომ  მათ  ამერიკის სამედიცინო დაზღვევის მისაღებად საჭირო პირობები აქვთ. 

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მითითებულია, რომ ტრამპის გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით "არ აკმაყოფილებდა შეერთებული შტატების ინტერესებს". ტრამპის მიერ 2019 წლის ოქტომბერი გამოცემული ბრძანების თანახმად, შეერთებულ შტატებში საიმიგრაციო ვიზით ჩასულ პირებს უწევდათ დაედასტურებინათ, რომ მათ სამედიცინო ხარჯებისთვის საკმარისი სახსრები ჰქონდათ.

ასევე გაუქმდა დადგენილება „ინტერნეტში ცენზურის აღკვეთის შესახებ“. გაუქმდა  "ძეგლებისა და ქანდაკებების დაცვის შესახებ" ბრძანებაც, რომელსაც დონალდ ტრამპმა ხელი  2020 წლის 26 ივნისს მოაწერა. 

ბაიდენმა ასევე უარი თქვა ამერიკელი გმირების ეროვნული ბაღის შექმნის იდეაზეც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system