თავში

ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვასთან დაკავშირებით
ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სომხეთის სამხედრო ძალები აგრძელებენ სამხედრო მოქმედებებს აზრბაიჯანის სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ, რითაც უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებების საერთშორისო ნორმებსა და პრინციპებს, მათ შორის ჟენევის 1949 წლის კონვენციას, რომელიც სამხედრო მოქმედებების დროს სამოქალაქო მოსახლეობის დაცვას გულისხმობს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხური მხარის შეიარაღებული ძალები, მიზანმიმართულად, სამიზნედ იყენებენ დემილიტარიზებულ და მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ პუნქტებს. ასეთი სამხედრო ქმედების დროს, ცეცხლის ხაზიდან 50 კილომეტრში მდებარე ევლახის რაიონის სოფელი არანი დაიბომბა. "სომხური შეიარაღებული ძალების კასეტური რაკეტა "სმერჩი" 9М525, რომელიც 300-მმ-იანი რეაქტიული ჭურვებისაგან შედგება, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ჰაერში გააუვნებელჰყო, რის შედეგადაც ჭურვის ნაწილი სოფელ არანში განლაგებული სამხრეთ კავკასიის ნავთობსადენის მახლობლად, ნაწილი შავი ზღვის სანაპიროზე მიმავალი დასავლეთის ნავთობსადენიდან 120 მეტრში დაეცა. ჭურვის დანარჩენი ნაწილები სოფელში გამავალ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენიდან 100 მეტრში დაეცა".

განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხურმა მხარემ ამ ქმედებით ტერორიზმის აქტი ჩაიდინა და აზერბაიჯანს ფართომასშტაბიანი ქონებრივი ზარალის მიყენების სერიოზული საფრთხე შეუქმნა.

"ამ ფაქტების საფუძველზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა პროკურორმა 6 ოქტომბერს სისხლის სამართლის საქმე აღძრა შემდეგი მუხლებით: 100.1, 100.2 (აგრესიული ომის დაგეგმვა, მომზადება, გაჩაღება ან მართვა), 116.0.1, 116.0.6, 116.0.7 (შეიარაღებული კონფლიქტების დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევა ), 117.2 ( შეიარაღებული კონფლიქტის დროს დანაშაულებრივი ბრძანებების გაცემა), 214.2.1, 214.2.3 (ტერორიზმი), 218.3 (დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა), 279.3 (კანონით გაუთვალისწინებელი შეიარაღებული ფორმირებების შექმნა) და 186.3 (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონების განზრახ ზიანის მიყენება). საქმის გამოძიება გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტს დაევალა."

ამ დროისთვის აზერბაიჯანის პროკურატურა საბრძოლო პირობებში შესაძლო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ახორციელებს და სომხეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით საერთშორისო ორგანიზაციებს მიმართავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system