თავში

ბავშვის გადარჩენისას 11 ადამიანი ზღვაში დაიხრჩო

ბავშვის გადარჩენისას 11 ადამიანი ზღვაში დაიხრჩო
ბავშვის გადარჩენისას 11 ადამიანი ზღვაში დაიხრჩო

ჩრდილოეთ ეგვიპტის სანაპიროებთან, რომელიც კლდოვანი რელიეფითა და სწრაფი დინებით არის ცნობილი, გუშინ ღამით 11 ადამიანი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას CTV ავრცელებს.

ტრაგედია ხმელთაშუა ზღვის ალექსანდრიის სანაპიროზე მოხდა. ქალაქის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, 10 ადამიანი ზღვაში საბანაოდ შესული ბიჭის გადასარჩენად გაემართა. თუმცა, ათივე მაშველი და არასრულწლოვანი ბიჭი ზღვამ იმსხვერპლა.

ალექსანდრიის ტურიზმისა და კურორტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაშველებმა წყლიდან 6 ადამიანის ცხედრები  ამოიყვანეს, საძიებო სამუშაოები კვლავ გრძელდება. ეგვიპტის სანაპიროები კორონავირუსის ეპიდემიის გამო ამ დრომდე დახურულია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system