
სამხრეთ კორეაში კორონავირუსთან დაკავშირებული პანიკა პიკს აღწევს.
BBC-მ გაავრცელა დრონით გადაღებული კადრები, სადაც კარგად ჩანს კორონავირუსის ეპიცენტრში, ქალაქ დაეგუში, სამედიცინო ნიღბების რიგში მდგომი ასობით ადამიანი.
გარკვეული სუპერმარკეტები ქალაქის მცხოვრებლებს ნიღბებს ფასდაკლებით სთავაზობენ.


ჩინეთის შემდეგ, ახალი ტიპის Covid-19-ის გავრცელების ყველაზე მაღალი შემთხვევა სამხრეთ კორეაში ფიქსირდება. ბოლო მონაცემებით 760 ადამიანია დაინფიცირებული. მათი უმეტესობა სამხრეთ კორეის სიდიდით მეოთხე ქალაქ დაეგუში გამოვლინდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სამხრეთ კორეაში კორონავირუს COVID-19-ის გავრცელების საფრთხის გამო პარლამენტის შენობა, სულ მცირე 24 საათით, დახურული იქნება.

მედეა ცხოვრებაძე
ავტორი