თავში

ბეირუთში მომიტინგეები სამინისტროს შენობებში შეიჭრდნენ

ბეირუთში მომიტინგეები სამინისტროს შენობებში შეიჭრდნენ
ბეირუთში მომიტინგეები სამინისტროს შენობებში შეიჭრდნენ

ლიბანის დედაქალაქში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები ორი სამინისტროს შენობაში შეიჭრნენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომიტინგეებმა შრომისა და ლტოლვილთა სამინისტროს შენობები დაიკავეს.

ბეირუთში სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება დღეს ღამით პარლამენტთან განახლდა. პოლიცია მომიტინგეების დასაშლელად ცრემლადენ გაზს იყენებს.

შეგახსენებთ, 4 აგვისტოს ბეირუთის პორტში მასშტაბური აფეთქება მოხდა. ლიბანის დედაქალაქში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის აფეთქება გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა.

აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 158-ს შეადგენს, ხოლო 60 ადამიანზე მეტი ამ დრომდე უგზოუკლოდ დაკარგულად ითვლება. აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 6,000-ს აჭარბებს.

შეგახსენებთ, ლიბანში მომხდარ მასშტაბურ აფეთქებას ანტისამთავრობო აქციები მოჰყვა. მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 728-მდე გაიზარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system