თავში

ბეირუთში საქართველოდან წაღებული ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა - PHOTO

​ბეირუთში საქართველოდან წაღებული ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა
ბეირუთში საქართველოდან წაღებული ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა - PHOTO

ამონიუმის ნიტრატი, რამაც ბეირუთში უძლიერესი აფეთქება გამოიწვია, 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 4000-ზე მეტი დაშავდა, ლიბანში საქართველოდან ჩავიდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2750 ტონა ფეთქებადსაშიში ქიმიური ნივთიერებით დატვირთული, მოლდოვის დროშით მცურავი გემი RHOSUS, ბათუმის პორტიდან 2013 წელს გავიდა.

ტვირთი მოზამბიკისთვის იყო განკუთვნილი. გემი რუს ბიზნესმენს იგორ გრეჩუშკინს ეკუთვნოდა.

ბეირუთის პორტში შესულმა გემმა, გაუმართაობის გამო, ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა და მოგზაურობის გაგრძელების უფლება ვერ მიიღო. ხანგრძლივი დავის შემდეგ გრეჩუშკინმა გემი ბეირუთის პორტში მიატოვა და წავიდა. გემის რემონტი მას ძალიან ძვირი უჯდებოდა და ამ თანხის გადახდას დატვირთული გემის მიტოვება არჩია. 2014 წელს საშიში ტვირთის კონფისკაცია მოხდა და ის ბეირუთის საწყობში გადაიტანეს, სადაც 6 წლის შემდეგ, მასშტაბური კატასტროფის მიზეზი გახდა. 

შეგახსენებთ, რომ აფეთქება ლიბანის დედაქალაქში 4 აგვისტოს მოხდა. ადამიანური მსხვერპლის გარდა, დიდია ეკონომიკური ზარალი. 300 000 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. წინასწარი მონაცემებით, ზარალის საერთო მოცულობა 3-დან 5 მილიარდ დოლარამდე აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system