თავში

ბელარუსის ხელისუფლება ერთ-ერთი მთავარი საინფორმაციო პორტალის დახურვას ითხოვს

ბელარუსის ხელისუფლება ერთ-ერთი მთავარი საინფორმაციო პორტალის დახურვას
ბელარუსის ხელისუფლება ერთ-ერთი მთავარი საინფორმაციო პორტალის დახურვას ითხოვს

ბელარუსის ინფორმაციის სამინისტრომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ახალი ამბების პორტალი Tut.by–ის დახურვის მოთხოვნით სასამართლოში სარჩენი შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

სარჩელის საფუძველი ინფორმაციის სამინისტროს მიერ გაცემული გაფრთხილებები ჰახდა. გამოცემ აღნიშნავს, რომ სამინისტროს მიერ Tut.by-ის წინააღმდეგ, 7 აგვისტოდან დღემდე, ოთხი გაფრთხილება გაიცა. 

სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, Tut.by მედიის სტატუსს დაკარგავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების ადგილებში, საზოგადოებრივ ღონისძიებებში, სხვა სოციალურად მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში ყოფნისა და ინფორმაციის გადაცემის უფლება აღარ ექნებათ. 

Tut.by-ის  სასამართლო პროცესი 8 ოქტომბერს გაიმართება

Tut.by 2000 წელს დაარსდა. მედიის სტატუსით ის  2019 წლის იანვარში დარეგისტრირდა. პორტალი აქტიურად აშუქებს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system