თავში

ბელარუსის პოლიციამ საპროტესტო აქციაზე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა

ბელარუსის პოლიციამ საპროტესტო აქციაზე გამაფრთხილებელი გასროლა განახორ
ბელარუსის პოლიციამ საპროტესტო აქციაზე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა

ბელარუსში, ქალაქ ბრესტში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ კარაბინიდან გასროლა უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმის თავიდან ასაცილებლად განხორციელდა. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრესტში გამართულ აქციაზე ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლები და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. 

რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მინსკში პოლიციამ აქციის მონაწილეების დაპატიმრება დაიწყო.

ამასთან, გაცნობებთ, რომ მთელი დღის განმავლობაში ბელარუსში ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს.

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system