თავში

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის განცხადებას გამოუხმაურა

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის განცხადებას გამოუხ
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის განცხადებას გამოუხმაურა

ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმოამდგენლის, ანატოლი გლაზის განცხადებით, ევროკავშირი ბელორუსის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

”ნებისმიერ პირობებში, ნებისმიერ ვითარებაში, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ შევინარჩუნოთ კომუნიკაცია დაგანვაგრძოთ დიალოგის რთული პროცესი", - განაცხადა ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, რომ ბელარუსში მომხარ არეულობებში პასუხისმგებელი პირების მიმართ სანქციებს მოამზადებემ, ხოლო ევროკომისია მოამზადებს ქვეყანაში კრიზისის მოსაგვარებელ გეგმას.

ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს 80%-ით გამარჯვებას არ აღიარებს და შედეგების გაყალბებას აპროტესტებს.

ბელარუსის სამართალდამცავებმა მასობრივი პროტესტის ფონზე 6000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც. დაიღუპა აქციის ორი მონაწილე.

ბელარუსში განვითარებული ძალადობის ფონზე, შეშფოთებას გამოთქვამენ მსოფლიო სახელმწიფოს ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ქვეყნისთვის ახალი სანქციების დაწესებას აშშ და ევროკავშირი გეგმავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system