თავში

ბელარუსში მომიტინგეების მასობრივი დაკავებები მიმდინარეობს

ბელარუსში მომიტინგეების მასობრივი დაკავებები მიმდინარეობს
ბელარუსში მომიტინგეების მასობრივი დაკავებები მიმდინარეობს

დღეს, ბელარუსის მასშტაბით მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო TUT.by-ის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დემონსტრანტების მასობრივი დაკავებები დაიწყეს.

ამ დროისათვის, გროდნოში დაახლოებით 80-100 ადამიანი დააკავეს.

ქალაქ ბრესტში სამართალდამცავებმა 40-მდე ადამიანი დააკავეს.

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ასევე რამდენიმე ათეული ადამიანია დაკავებული, მათი ზუსტი რაოდენობა, ამ დროისათვის, ცნობილი არ არის. 

აქციის მონაწილეების განცხადებით, სამართალდამცავებმა რამდენიმე ქალაქში გამაფრთხილებელი ხელყუმბარები გაისროლეს. 

ბელარუსის ქალაქ ლიდაში, სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის წაყენებული "სახალხო ულტიმატუმის" ვადა დღეს იწურება. 

ულტიმატუმი სამი მოთხოვნისგან შედგება: ალექსანდრ ლუკაშენკოს ხელისუფლებიდან წასვლა, ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, პოლიციის მხრიდან ძალადობის სრული შეწყვეტა.

ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, 26 ოქტომბრიდან "სახალხო ულტიმატუმის" მონაწილეები საყოველთაო გაფიცვას გამოაცხადებენ. ამასთან მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემდეგ აქციის მონაწილეები არ ისარგებლებენ სახელმწიფო ბანკების მომსახურებით, შეწყვეტენ საქონლის შეძენას სახელმწიფო მაღაზიებში და დაიწყებენ გზების ბლოკირებას.

ბელარუსში, 9 აგვისტოდან, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system