თავში

ბელგიაში ექიმებმა პრემიერ-მინისტრს "სირცხვილის დერეფანი" მოუწყვეს - VIDEO

ბელგიაში ექიმებმა პრემიერ-მინისტრს "სირცხვილის დერეფანი" მოუწყვეს
ბელგიაში ექიმებმა პრემიერ-მინისტრს სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს - VIDEO

ბელგიაში სამედიცინო მუშაკებმა, ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, პრემიერ-მინისტრს, სოფი ვილმესს ე.წ. სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს.

აქციის მონაწილეებმა უკმაყოფილება გამოხატეს, როგორც ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი რეგულაციის, ასევე, ჯანდაცვის სისტემისადმი. აქციაში მონაწილეობა მიიღო სამედიცინო დაწესებულების 120-მდე თანამშრომელმა.

ექიმთა კავშირის განცხადებით, თანამშრომლები აპროტესტებენ მთავრობის ბრძანებას, რომლის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაო სავალდებულო გახდა.

გარდა ამისა, ექიმების თქმით, ხელისუფლება ეპიდემიასთან ბრძოლის კუთხით არასაკმარის თანხებს გამოყოფს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system