თავში

ბელგიის პრინცს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბელგიის პრინცს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბელგიის პრინცს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბელგიის მეფის ფილიპეს ძმისშვილს, პრინც იოაჰიმს ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

28 წლის პრინცი სავარაუდოდ 26 მაისს, ესპანეთში გამართულ წვეულებაზე დაინფიცირდა.

ბელგიის სამეფო სასახლის პრესსპიკერის განცხადებით, პრინცი ბელგიიდან ესპანეთში 24 მაისს გაემგზავრა.

გამოცემა El Pais-ის ცნობით, ბელგიის პრინცი წვეულებაზე 26 ადამიანთან ერთად იმყოფებოდა. ამ დროისათვის წვეულებაზე დამსწრები ყველა პირი დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

სამეფო სასახლის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდიარეობს, ვინაიდან წვეულებაზე დამსწრეთა რაოდენობა დაშვებულ ნორმას აღემატებოდა. ესპანეთში ჯგუფური შეკრება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნებადართული, თუ მას არაუმეტეს 15 ადამიანი ესწრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system