თავში

ბენი განციმ ნეთანიაჰუს შეთავაზებაზე უარი განაცხადა

ბენი განციმ ნეთანიაჰუს შეთავაზებაზე უარი განაცხადა
ბენი განციმ ნეთანიაჰუს შეთავაზებაზე უარი განაცხადა

ყოფილმა გენერალმა და არჩევნებში პრემიერ ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგე ბენი განცმა პრემიერს ფართო კოალიციის ფორმირებაზე უარი უთხრა. წლის განმავლობაში მეორე არჩევნებმა ისრაელი პოლიტიკურ ჩიხში შეიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი გენერალი თავდაპირველად ნეთანიაჰუს „ეროვნული ერთობის“ ინიციატიავას დაეთანხმა, საბოლოო ჯამში მან კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე უარი განაცხადა და პრემიერ-მინისტრის პოსტი მოითხოვა. განცმა აღნიშნა, მისი მიზანი ფართო ლიბერალური კოალიციის ფორმირებაა.

ბენი განცის ცენტრისტული პარტიის ლიდერმა, მოშე იალონმა განაცხადა, რომ ისინი კოალიციაში, რომელსაც ნეთანიაჰუს უხელმძღვანელებს არ შევლენ.

ნეთანიაჰუს მოკავშირე დევიდ ბითანის კი აცხადებს, რომ საკუთარი ამბიციების მოთოკვა ყველამ უნდა შეძლოს, რათა კიდევ ერთი, რიგით მესამე არჩევნები თავიდან იყოს აცილებული.

არჩევნების შედეგების ბენიამინ ნეთანიაჰუ ფართო კოალიციის ფორმირების ინიციატივით გამოვიდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system