თავში

ბორელი: მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

ბორელი: მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს
ბორელი: მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს

კონფლიქტმა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია. ევროკავშირი მკაცრად გმობს ყველა ასეთ თავდასხმას, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა. 

"ახლახანს ვესაუბრე სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს, რათა დამერწმუნებინა ისინი, რომ ცეცხლის შეწყვეტა უპირობოდ უნდა განხორციელდეს და ორივე მხარემ უნდა დაიცვას. ხაზგასმით აღვნიშნე, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ეს გაუმართლებელია. ევროკავშირი მზადა არის მხარი დაუჭიროს მხარეებსა და ეუთო-ს მინსკის ჯგუფს კონფლიქტის გრძელვადიან მოგვარებაში. ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციის მონიტორინგს”, - განაცხადა ბორელმა. 

ცნობისთვის, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზერბაიჯანის ქალაქ განჯის ცენტრალური დასახლებების დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system