თავში

ბრაზილიაში მამაკაცი აივ-ისგან გამოჯანმრთელდა

​ბრაზილიაში მამაკაცი აივ-ისგან გამოჯანმრთელდა
ბრაზილიაში მამაკაცი აივ-ისგან გამოჯანმრთელდა

ბრაზილიელი ექიმები აცხადებენ, რომ მათი პაციენტი მსოფლიოში მესამე ადამიანია, ვინც აივ-ი დაამარცხა. ამის შესახებ ჟურნალი Science წერს.

გამოცემის ინფორმაციით საუბარი 36 წლის ბრაზილიელ მამაკაცზეა, რომელსაც "სან-პაულუელი პაციენტი" შეარქვეს. სტატიაში აღნიშნულია, რომ ანალიზების მიხედვით, რომელიც 2019 წლის მარტში ჩატარდა, მკურნალობის კურსმა ორგანიზმში ვირუსული ნაწილაკების რაოდენობა ნულამდე დაიყვანა, რის შემდეგ ისინი პაციენტის სისხლში აღარ დაბრუნებულა.

ამასთან, მეცნიერების თქმით, განკურნებაზე საბოლოო განცხადებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, ვინაიდან ჯერ არ ჩატარებულა ლიმფური კვანძებისა და პაციენტის ნაწლავების სრული კვლევა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ დრომდე აივ-ის დამარცხება მხოლოდ ორმა ადამიანმა შეძლო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system