თავში

ბრიტანეთში 39 ცხედრის საქმეზე ახალი დეტალები ვრცელდება

​ბრიტანეთში 39 ცხედრის საქმეზე ახალი დეტალები ვრცელდება
ბრიტანეთში 39 ცხედრის საქმეზე ახალი დეტალები ვრცელდება

ლონდონის მახლობლად 39 ცხედრის აღმოჩენის საქმეზე ახალი დეტალები ვრცელდება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილები ეროვნებით ჩინელები იყვნენ.

პოლიციაზე დაყრდნობით მედია ასევე წერს, რომ სატვირთო ავტომობილში მიგრანტები არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ.

„მაცივრის ტემპერატურა -25°C შეადგენდა. 15 საათიანი მგზავრობის განმავლობაში 38 ზრდასრული და 1 ბავშვი ნელა და მტკივნეულად, სიცივისგან კვდებოდა“,- წერს ტელეგრამ არხი Hue.

DailyMail-ის ინფორმაციით, ადამიანებს ტუალეტში კი არ უშვებდნენ და მათ მოსაქმება იქვე უწევდათ. მგზავრებს გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ, მათი ყვირილი არავის ესმოდა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სატვირთო ავტომობილი ბულგარეთშია რეგისტრირებული და დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ის შაბათს შემოვიდა. თუმცა ახლა პოლიცია აცხადებს, რომ სატრანსპორტო საშუალება, სავარაუდოდ, ბელგიიდან გამოვიდა.

ბრიტანეთის პოლიციამ სასექსის საგრაფოში, ქალაქ გრეისში, ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი გუშინ აღმოაჩინა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 25 წლის მძღოლი ჩრდილოეთ ირლანდიიდან, მო რობინსონი დაკავებულია. ჩრდილოეთ ირლანდიაში ეჭვმიტანილთან დაკავშირებულ ორ საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system