თავში

ბრიტანეთში გამგზავრების მსურველებს 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

ბრიტანეთში გამგზავრების მსურველებს 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ
ბრიტანეთში გამგზავრების მსურველებს 10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

დიდ ბრიტანეთში მაღალი რისკის ქვეყნებიდან გამგზავრების მსურველებს 10 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს. 

გამოცემის ცნობით, აღნიშნული რეგულაცია ოფიციალურად 25 იანვრიდან ამოქმედდება, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მას ხელს მოაწერს. 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 3 617 459 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო ინფიცირებული 97 329 პირი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system