თავში

ბრიტანეთში მოხვედრას მიგრანტების რეკორდული რაოდენობა ცდილობდა

​ბრიტანეთში მოხვედრას მიგრანტების რეკორდული რაოდენობა ცდილობდა
ბრიტანეთში მოხვედრას მიგრანტების რეკორდული რაოდენობა ცდილობდა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ 820-ზე მეტი მიგრანტი დააკავა, რომლებიც ლა-მანშის გავლით ქვეყანაში უკანონო შემოსვლას ცდილობდნენ. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, ეს რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

უწყების ცნობით, იმავე დღეს 193 მიგრანტი საფრანგეთის პოლიციამ დააკავა.

არალეგალური მიგრანტები ლა-მანშის გადალახვას და დიდ ბრიტანეთში მოხვედრას ცდილობენ, რადგან აქ მათ სოციალური პროგრამები, ლტოლვილის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა და ფინანსური შემწეობა იზიდავთ. 

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთს სასჯელის გამკაცრება სურს არალეგალი მიგრანტებისთვის, რომლებიც ლა-მანშს კვეთენ. კერძოდ, ახალი კანონი ბრიტანეთში არალეგალურად შესვლის შემთხვევაში 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა 6 თვით დაკავებას ითვალისწინებს. ამასთან, მოქმედი 14-წლიანი სასჯელის ნაცვლად, კონტრაბანდისტებს უვადო პატიმრობა ემუქრება.

21 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პარიზი და ლონდონი დიდი ბრიტანეთში არალეგალური მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად ზომების ერთობლივ გატარებაზე შეთანხმდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system