თავში

ბრიტანეთში "ომიკრონის" სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცეს

ბრიტანეთში "ომიკრონის" სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცეს
ბრიტანეთში ომიკრონის სამკურნალო პრეპარატი დაამტკიცეს

დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) ფარმაცევტული კომპანია GlaxoSmithKline-ის მიერ შექმნილი კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი „სოტროვიმაბი“ დაამტკიცა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Aljazeera წერს.

უწყებაში განმარტავენ, რომ პრეპარატი კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" წინააღმდეგაც ეფექტურია.  

კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ  „სოტროვიმაბი“ COVID-19-ის მძიმე ფორმით განვითარების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს 79%-ით ამცირებს. 

ბრიტანეთის მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელი სააგენტოს რეკომენდაციით, წამლებით მკურნალობა კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში უნდა დაიწყოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system