თავში

ბრიუსელის საკათედრო ტაძარში 20 ათასი ქაღალდის წერო დაკიდეს

​ბრიუსელის საკათედრო ტაძარში 20 ათასი ქაღალდის წერო დაკიდეს
ბრიუსელის საკათედრო ტაძარში 20 ათასი ქაღალდის წერო დაკიდეს

ბრიუსელში, წმინდა მიხეილისა და გუდულას ტაძარში საქველმოქმედო ინსტალაცია მოაწყვეს. ამის შესახებ სააგენტო Reuters იუწყება.

შუა საუკუნეების ტაძრის ჭერზე 20 ათასი ფერადი ორიგამი ჩამოკიდეს.

არტ-პროექტის ავტორი ბელგიელი დიზაინერი და მხატვარი შარლ კაისინია. მისი მიზანი ბრიუსელში მდებარე ჰოსპიტალ ერაზმასთვის თანხების შეგროვებაა, რათა მან COVID-19-თან ბრძოლა გააგრძელოს.

კაისინის მოწოდებით თვითნაკეთი ორიგამი ჰონგ-კონგიდან, ნიუ-იორკიდან და ტოკიოდან გააგზავნეს. ყოველი "ჩიტუნას" სანაცვლოდ ფონდში სხვადასხვა კომპანიები თანხას რიცხავდნენ. ჯამში კოვიდინფიცირებული პაციენტების დასახმარებლად აქ 119 744 დოლარი შეგროვდა.

შარლ კაისინი ამბობს, რომ ამ პოსპიტალში გულზე ოპერაცია გადიტანა და მას შესანიშნავად უვლიდნენ.

"ამიტომ, მათი დახმარება მინდოდა", - განაცხადა მან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system