თავში

ბულგარეთში წელს იერუსალიმიდან ცეცხლს არ ჩაიტანენ

ბულგარეთში წელს იერუსალიმიდან ცეცხლს არ ჩაიტანენ
ბულგარეთში წელს იერუსალიმიდან ცეცხლს არ ჩაიტანენ

პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის თქმით ბულგარეთში აღდგომის დღესასწაულზე ტაძრები არ დაიხურება და სააღდგომო ლიტურგია ჩვეულებრივად ჩატარდება, თუმცა მკაცრი ზომების დაცვით, სააღდგომო ლიტურგიას პირდაპირ ეთერში გადაიცემა სახელმწიფო ტელევიზიით.

"მოსახლეობას მოვუწოდებ, ტაძრებსა და მონასტრებში არ იარონ, დარჩნენ სახლში და ისე ილოცონ. ლიტურგიები ჩატარდება, ზარები დაირეკება და ყველა ეპისკოპოსი ვალდებულია, ჰიგიენა დაიცვას, ნიღაბი ეკეთოს და დისტანცია დაიცვას". განაცხადა ბულგარეთის პრემიერ მინისტრმა.

პარალელურად, ბულგარეთის მთავრობამ და ეკლესიამ გადაწყვიტა, რომ იერუსალიმიდან წელს ცეცხლს ბულგარეთში არ ჩაიტანენ.

ბულგარეთში კორონავირუსით 624 ადამიანი დაინფიცირდა, 24 ადამიანი გარდაიცვალა, 54 კი გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system