თავში

ჩეხეთი რუსეთისგან, კომპენსაციის სახით, 39 მილიონ ევროს მოითხოვს

ჩეხეთი რუსეთისგან, კომპენსაციის სახით, 39 მილიონ ევროს მოითხოვს
ჩეხეთი რუსეთისგან, კომპენსაციის სახით, 39 მილიონ ევროს მოითხოვს

ჩეხეთი რუსეთისგან 2014 წელს საბრძოლო მასალების საცავში მომხდარი აფეთქებების გამო, კომპენსაციის სახით, 39 მილიონ ევროს მოითხოვს. ამის შესახებ ჩეხეთის ვიცე პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა ალენა შილეროვამ განაცხადა. 

”ყველაზე სიცოცხლისუნარიანი გზა, რომელიც, ყველაზე ოპტიმალურად მიგვაჩნია - ეს არის არის საერთაშორისო კომპენსაციის მოთხოვნა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, რადგან თუ ზიანის ანაზღაურებას სისხლის სამართლის საქმისწარმოების გზით მოვითხოვთ, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება”, - აღნიშნა შილეროვამ

დიპლომატიური სკანდალი რუსეთსა და ჩეხეთს შორის მას შემდეგ გაღვივდა, რაც ჩეხეთმა 2014 წელს მომხარ აფეთქებაში რუსეთი ღიად დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, 17 აპრილს ჩეხეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან 18 რუსი დიპლომატი გააძევა. ისინი რუსულ დაზვერვაზე მუშაობასა და ვრბეტიცეში 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობებში მომხდარ აფეთქებებში დაადანაშაულეს. მაშინ ორი ადამიანი გარდაიცვალა. გამოძიების ინფორმაციით, ეს საბრძოლო მასალები ბულგარელმა ემილიან გებრევმა შეიძინა. ჩეხეთის ხელისუფლების განცხადებით, მათ მიიღეს მტკიცებულებები, რომ აფეთქებებთან "გე-რე-უ" იყო დაკავშირებული.

პასუხად რუსეთის მთავრობამ 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით ჩეხეთის ხელისუფლებამ მოითხოვა, რომ რუსეთის საელჩოს კიდევ 63-მა თანამშრომელმა დატოვოს პრაღა.

ჩეხეთთან სოლიდარობის ნიშნად, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა განაცხადეს, რომ თავიანთ დედაქალაქებში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს გააძევებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system