თავში

რუსეთის მთავრობამ ქვეყნიდან 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა

რუსეთის მთავრობამ ქვეყნიდან 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა
რუსეთის მთავრობამ ქვეყნიდან 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა

რუსეთის მთავრობამ  20 ჩეხი დიპლომატი გააძევა, მათ ქვეყანა 19 აპრილამდე უნდა დატოვონ. ამის შესახებ გამოცემა DW რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

მოსკოვში ჩეხეთის ელჩს აცნობეს, რომ რუსეთის ფედერაციამ  საელჩოს 20 თანამშრომელი "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა. 

ცნობისთვის, 17 აპრილს, ჩეხეთის მთავრობამ რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა.

ამასთან ჩეხეთის ხელისუფლებამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ამ პირებს კავშირი ჰქონდათ 2014 წელს საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებასთან, რომლის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.

დღეს კი, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, რუსეთის საელჩოსთან 7 ადამიანი დააკავეს, რომლებიც საკონსულოს მიმდებარე ღობეს კეტჩუპს ასხამდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system