თავში

ჩილეში დემონსტრაციის დარბევისას 18 ადამიანი დაიღუპა

ჩილეში დემონსტრაციის დარბევისას 18 ადამიანი დაიღუპა
ჩილეში დემონსტრაციის დარბევისას 18 ადამიანი დაიღუპა

ჩილეში მასობრივ საპროტესტო აქციებზე გამოსული დემონსტრანტები პოლიციამ სასტიკად დაარბია, რის შედეგადაც 18 ადამიანი გარდაიცვალა. ჩილეს დედაქალაქის, სანტიაგოს ქუჩებში ათიათასობით დემონსტრანტი გამოვიდა. მოქალაქეები პრეზიდენტ სებასტიან პინერას მიერ დაპირებულ რეფორმებსა და მის შეუსრულებლობას აპროტესტებდნენ. საპროტესტო ტალღა 18 მილიონიანი ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებს მოედო.

აქციები პირველ ეტაპზე მეტროს გაძვირებული ტარიფების გაპროტესტებით დაიწყო, თუცა, მოგვიანებით, ის სოცილურ პირობების, განათლებისა და ჯანდაცვის გაუმჯობესების მოთხოვნებში გადაიზარდა. დემონსტრანტებს ხელისუფლებამ პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები დაუპირისპირა. დემონსტრანტებმა ბარიკადები აღმართეს და პოლიციას ქვები დაუშინეს. სამართალდამცავებმა მათ წინააღმდე რეზინის ტყვიები ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაშავდა 200 ადამიანი. აქციის 5000 მონაწილე დაკავებულია. ამ დროისთვის ჩილეს ქუჩებში, წესრიგის დამყარების მიზნით, 20 ათასი სამხედრო პატრულირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system