თავში

ჩინეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს უთანხმოების დიალოგის გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს

​ჩინეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს უთანხმოების დიალოგის გზით გ
ჩინეთი სომხეთსა და აზერბაიჯანს უთანხმოების დიალოგის გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს

ჩინეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი უთანხმოების დარეგულირებას დიალოგის გზით შეძლებენ. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვან ვენბინმა განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მხარეები თავშეკავებას გამოიჩენენ და რეგიონში მშვიდობა დამყარდება.

"ჩინეთი დარწმუნებულია, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ყველა მხარის, მათ შორის სომხეთისა და აზერბაიჯანის, ინტერესებშია,"- განაცხადა ვან ვენბინმა.

აზერბაიჯანსა და სომხეთში, მთიან ყარაბაღში არსებული კონფლიქტის გამწვავების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system