თავში

ჩინეთი TikTok-თან დაკავშირებით აშშ-ს საპასუხო ზომებით ემუქრება

ჩინეთი TikTok-თან დაკავშირებით აშშ-ს საპასუხო ზომებით ემუქრება
ჩინეთი TikTok-თან დაკავშირებით აშშ-ს საპასუხო ზომებით ემუქრება

ჩინეთი აცხადებს, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს აშშ-ის მხრიდან ინტერნეტკომპანია ByteDance-ზე ზეწოლის გამო, რომ მან სოციალური პლატფორმა TikTok-ი ამერიკულ Microsoft-ს მიყიდოს. ჩინეთი აშშ-ის გადაწყვეტილებას "ძარცვას" უწოდებს.

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, TikTo-ის მობილური აპლიკაცია აშშ-ში ფუნქციონირებას 15 სექტემბერს შეწყვეტს. თუმცა, თუ ჩინური მხარე მას რომელიმე ამერიკულ კომპანიას, მაგალითად Microsoft-ს მიყიდის, მაშინ აპლიკაცია შტატებში ფუნქციონირება გააგრძელებს. ტრამპის განცხადებით, TikTok-ის გაყიდვიდან მიღებული თანხის ნაწილი ამერიკის ბიუჯეტში უნდა ჩაირიცხოს.

მანმადე TikTok-ის შესაძლო აკრძალვის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპი და მისი ადმინისტრაცია ვარაუდობენ, რომ ჩინეთი TikTok-ს ამერიკელებზე ჯაშუშობისთვის იყენებს და ის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის შემცველია. TikTok-ის შემქმნელები ჩინეთის ხელისუფლებასთან რაიმე კავშირს უარყოფენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system