თავში

ჩინეთში ახალი ტიპის მომაკვდინებელი ვირუსი მძვინვარებს

ჩინეთში ახალი ტიპის მომაკვდინებელი ვირუსი მძვინვარებს
ჩინეთში ახალი ტიპის მომაკვდინებელი ვირუსი მძვინვარებს

ჩინეთში ახალი ტიპის SFTS ვირუსს უკვე ემსხვერპლა 7 ადამიანის სიცოცხლე, ხოლო 60 პირი ინფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას India Today ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვირუსი ტკიპების ნაკბენით ვრცელდება. ერთ-ერთი ინფიცირებული ქალის თქმით, პირველ სიმპტომებს შორის, რომლებსაც ის განიცდიდა არის ხველება და ცხელება. ასევე, ექიმების განცხადებით,  SFTS-ის ვირუსით ინფიცირებულ პირებს სისხლში ლეიკოციტებისა და თრომბოციტების დაქვეითება აღენიშნებათ. 

ციანზუს პროვინციაში მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ინფიცირების 37 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო მეორე ნახევარში დაავადება კიდევ  23 ადამიანს დაუდასტურდა.

ადგილობრივი სამედიცინო წარმომადგენლების განცხადებით, არ არის გამორიცხული ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შესაძლებლობაც, ის შესაძლოა გავრცელდეს  სისხლით ან ლორწოვანი გზით. თუმცა, ტრანსმისიის მთავარი წყარო ტკიპის ნაკბენია.

SFTS-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა ჯერ კიდევ 2011 წელს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system