თავში

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფინელ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფინელ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფინელ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, მადლობას უხდის ფინეთის ნაკრების გულშემატკივრებს, რომლებიც დანია-ფინეთის გუშინდელ მატჩს ესწრებოდნენ და შეუძლოდ მყოფ კრისტიან ერიქსენს მხარი დაუჭირეს.

იეპე კოფოდი ამბობს, რომ ფინელი გულშემატკივრების მხრიდან დანიელების გამხნევება, ღირსეული თამაშის ნამდვილი არსია.

"ეს მატჩი არასდროს დაგვავიწყდება. ყველას იმედი გვაქვს, რომ კრისტიან ერიქსენი სრულად გამოჯანმრთელდება. გულწრფელი მადლობა ფინეთის ნაკრების მხარდამჭერებს, რომლებიც სკანდირებდნენ "კრისტიან!" და ამით დანიელებს გვამხნევებდნენ მაშინ, როდესაც ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა. თქვენ ამით განასახიერებთ ღირსეული თამაშის არსს. მადლობა“, - ამბობს იეპე კოფოდი.

ცნობისთვის, დანიის ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი ცოცხალია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ,12 ივნისს, "ევრო 2020"-ის რიგით მე-3 მატჩში, დანია - ფინეთს თამაშზე, პირველი ტაიმის მიწურულს მოულოდნელი უსიამოვნო ინციდენტი მოხდა და დანიის ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი მიწაზე უგონოდ დაეცა.

შეწყვეტილი თამაშის დროს, ფინეთის ნაკრების გულშემატკივარი დანიელ ფეხბურთელს ამხნევებდა - მოდენაზე შეკრებილი ფინელი გულშემატკივარი ყვიროდა - "კრისტიან!" ხოლო დანიელები პასუხობენ - "ერიკსენ!" 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system