თავში

დასახელდა რაკეტის ტიპი, რომელმაც განჯაში სახლი მიწასთან გაასწორა

​დასახელდა რაკეტის ტიპი, რომელმაც განჯაში სახლი მიწასთან გაასწორა
დასახელდა რაკეტის ტიპი, რომელმაც განჯაში სახლი მიწასთან გაასწორა

აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში საცხოვრებელ რაიონზე სარაკეტო დარტყმა სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა "ელბრუსის" (SCUD) სისტემის ბალისტიკური რაკეტით მიიტანა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის ტერიტორიების გამნაღმვითი ეროვნული სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.

მისი თქმით, რაკეტაზე აღმოჩენილი გრავირება 8K14, რის მიხედვითაც მისი ტიპის დადგენა მოხერხდა.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, ჰიკმეთ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ მსგავსი მსხვილი ქალაქის დაბომბვისთვის ბალისტიკური რაკეტის გამოყენება ვანდალიზმი და სამხედრო დანაშაულია.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 11 ოქტომბერს განჯაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო შეტევის შედეგად 9 ადამიანი მათ შორის ოთხი ქალი დაიღუპა. დაშავდა 35 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system