თავში

დედოფალმა ელისაბედმა პრინც უილიამს ახალი ტიტული მიანიჭა

დედოფალმა ელისაბედმა პრინც უილიამს ახალი ტიტული მიანიჭა
დედოფალმა ელისაბედმა პრინც უილიამს ახალი ტიტული მიანიჭა

პრინცი უილიამის პოპულარობა დღითიდღე იზრდება. ელიზაბეტ მეორემ, კემბრიჯის ჰერცოგი ახალ, საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშნა. უილიამი შოტლანდიის ეკლესიაში დედოფლის ინტერესებს წარადგენს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

პრინც უილიამს შოტლანდიის ეკლესიის წარმომადგენელთა შეხვედრებზე დედოფლის სახელით გამოსვლა და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის მართვა დაევალება.

ყოველწლიურად, ელიზაბეტ II ამ თანამდებობაზე ახალ ფიგურას ნიშნავს. ბოლო დრომდე, აღნიშნულ ტიტულს ქვინსბერის ჰერცოგი ატარებდა.

აღსანიშნავია, რომ დედოფალმა პრინც უილიამისათვის ახალი ტიტულის მინიჭების შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სამეფო ოჯახი დატოვეს. სამეფო ოჯახის მაღალი რანგის სტატუსზე უარი სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ საჯაროდ მიმდინარე თვის დასაწყისში განაცხადეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system