თავში

გაერო: ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე 85 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

ავრანეთი არჩევნები
გაერო: ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე 85 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

გაერო-მ ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური მოხსენება გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 28 სექტემბერს, ძირითადად თალიბების მხრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლასა და ძალადობას ჰქონდა ადგილი. თავდასხმების შედეგად მოკლულია 85 და დაჭრილია 373 მშვიდობიანი მოქალაქე. დაღუპულთა ერთი მესამედი ბავშვია.

28 სექტემბერს ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნები თალიბების მუქარისა და გამაფრთხილებელი მოწოდების ფონზე ჩატარდა. "თალიბანმა" ქვეყნის 9,6 მილიონიან ამომრჩეველს, სახლში დარჩენისა და არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდა, რის შედეგადაც მოსახლეობის აქტივობა ძალიან დაბალი იყო. 

არჩევნების წინასწარი შედეგები 17 ოქტომბრისთვის უნდა გახდეს ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system