თავში

თეთრ ცხენზე ამხედრებული კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეას აშშ-ს სანქციებისგან გათავისუფლებას პირდება

ჩრდილოეთ კორეა კიმი
თეთრ ცხენზე ამხედრებული კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეას აშშ-ს სანქციებისგან გათავისუფლებას პირდება

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი პირობას დებს, რომ ქვეყანას ამერიკის შეერთებული შტატების სანქციებისგან გაათავისუფლებს. ეს განცხადება ჩრდილოკორეულმა მედიამ თეთრ ცხენზე ამხედრებული ლიდერის ფოტოს ფონზე გამოაქვეყნა.

ფოტო გადაღებულია თოვლიანი მთა პექტუსანის ფონზე, რომელსაც მრავალმხრივ სიმბოლური და პროპაგანდისტული დანიშნულება აქვს. მთა პექტუსანი, რომელიც კორეის ნახევარკუნძულის უმაღლესი წერტილია, კიმ ჩენ ინის საოჯახო დინასტიის მუდმივად მებრძოლი და დინამიური მმართველობის სიმბოლოდ ითვლება. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მისაღება სწორედ ამ მთას ეწვევა ხოლმე. ასე იყო 2013 წელს, როდესაც მან მისი ძლევამოსილი ბიძა სიკვდილით დასაჯა და 2018 წელს, როდესაც ვაშინგტონთან და სეულთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეას სანქციები 2006 წლიდან დაუწესა. 2016 წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სანქციები გაამკაცრა.

ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის ბირთვული მოლაპარაკებები 2018 წლიდან მიმდინარეობს. სინგაპურის სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რითაც ფხენიანმა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების ვალდებულება აიღო, თუმცა მას შემდეგ საბოლოო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხდა. ბოლო შეხვედრაზე სტოკჰოლმში ჩრდილოეთ კორეა მოლაპარაკებათა შეწყვეტით დაიმუქრა.

სამხრეთკორეული მედია ვარაუდობს, რომ ფოტო შესაძლოა მინიშნება იყოს იმაზე, რომ კიმ ჩენ ინი აშშ-თან ურთიერთობის ახალ სტრატეგიას განიხილავს. მანამდე კიმი ვაშინგტონისგან ფხენიანისთვის უფრო მისაღები პირობების შეთავაზებას და ჩიხში შესული დიპლომატიური ურთიერთობების დეკემბრამდე მოგვარებას ითხოვდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system