თავში

დიდი ბრიტანეთი კორონავირუსთან საბრძოლველად $922 მლნ-ს გამოყოფს

​დიდი ბრიტანეთი კორონავირუსთან საბრძოლველად $922 მლნ-ს გამოყოფს
დიდი ბრიტანეთი კორონავირუსთან საბრძოლველად $922 მლნ-ს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთი ახალი კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად 744 მილიონ გირვანქა სტერლინგს (922 მილიონ დოლარს) გამოყოფს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა დონორი-ქვეყნების ონლაინ-კონფერენციისას განაცხადა.

"ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებები 744 მილიონ გირვანქა სტერლინგს აღწევენ, მათ შორის ჩვენი დაპირება ვაქცინისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებისა და ტესტებისთვის 388 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფის შესახებ", - განაცხადა მან.

ჯონსონის თქმით, ამ თანხაში არ შედის 250 მლნ გირვანქა სტერლინგი, რომელიც CEPI-ს (Coalition for Epidemic Preparedness Innovations) დაფინანსევისთვის გამოიყო, 40 მილიონი გირვანქა სტერლინგი Global Therapeutics Accelerator-სთვის, რომელიც ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის მონაწილეობით შექმნა.

გარდა ამისა, 23 მილიონი გირვანქა სტერლინგის პროექტი Foundation for Innovative New Diagnostics მიიღებს, 75 მილიონ გირვანქა სტერლინგს კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. 

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი და გერმანია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის მილიარდ ევროს გამოყოფს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system