თავში

დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

​დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს
დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს. ინიციატორი ნორვეგიული "პროგრესის პარტიის" წევრი კრისტიან ტიბრინგ-გედეა, რომელიც თვლის, რომ ამერიკელი ლიდერი ამ პრემიას მსოფლიოში გრძელვადიანი კონფლიქტების მოგვარებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის იმსახურებს.

დეპუტატის წერილში, რომელიც მან ნობელის კომიტეტს გაუგზავნა, აღნიშნულია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის ურთიერთობების დამყარებაში საკვანძო როლი ითამაშა.

"მოსალოდნელია, რომ ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიც არაბთა გაერთიანებული საამიროებს მიბაძავენ, ეს შეთანხმება კი გადამწყვეტი მომენტი იქნება, რომლის წყალობით ახლო აღმოსავლეთი თანამშრომლობისა და კეთილდღეობის რეგიონად იქცევა", - ნათქვამია გედეს წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები სამშვიდობო შეთანხმებას ხელს თეთრ სახლში, 15 სექტემბერს მოაწერენ. ცერემონიას ასევე დაესწრება აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. ისრაელის დელეგაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ გაუძღვება. 

აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევის თაობაზე 13 აგვისტოს განაცხადა. „უზარმაზარი მიღწევა! ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება ჩვენს ორ დიდებულ მეგობარს - ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის!“ - დაწერა ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

არაბთა გაერთიანებული საამიროების განაცხადებით, შეთანხმება ისრაელის მხრიდან პალესტინური ტერიტორიების ანექსიის შეჩერებას ისახავს მიზნად. შეთანხმების თანახმად, ისრაელი მზადაა, შეაჩეროს თავისი სუვერენიტეტის გაფართოება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროების ტერიტორიაზე, რასაც საერთაშორისო საზოგადოება ანექსიად აფასებს. ნეთანიაჰუს თქმით, სუვერენიტეტის გაფართოება მხოლოდ აშშ-თან მჭიდრო კოორდინაციის პირობებში მოხდება.

არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის პირველი სახელმწიფოა, რომელიც დიპლომატიურ კონტაქტებს ამყარებს ისრაელთან და მსოფლიოში მესამე არაბული ქვეყანა, რომელმაც ასეთი ნაბიჯი გადადგა. 1979 წელს ისრაელმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწია ეგვიპტესთან, 1994 წელს - იორდანიასთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system