თავში

ინდოეთის რამდენიმე შტატში ახალი ეპიდემია გამოცხადდა  

ინდოეთის რამდენიმე შტატში ახალი ეპიდემია გამოცხადდა  
ინდოეთის რამდენიმე შტატში ახალი ეპიდემია გამოცხადდა  

ინდოეთში კორონავირუსის პარალელურად ახალი ეპიდემია - მუკორმიკოზი გავრცელდა, რომელიც "შავი ობის" სახელით უფრო არის ცნობილი. /მუკორმიკოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც სოკოს ოჯახის ნაირსახეობა იწვევს. ინფექცია ცხვირისა და სახის სხვა არეში წყლულებს აჩენს, რომლიც ნეკროზდება და ტკივილები და ციება ახლავს თან.

დაავადება უკვე 100-მდე ადამიანს გამოუვლინდა. მათთვის საავადმყოფოში სპეციალური განყოფილებაა გამოყოფილი. ინფიცირებულთა უმეტესობა ქალაქ ჯაიპურიდანაა. ინფორმაციას The Indian Express ავრცელებს.

ეგრეთ წოდებული "შავი ობის" აფეთქება მაისის დასაწყისში დაფიქსირდა. დაავადებულთა უმეტესობას კორონავირუსი აქვს გადატანილი და ახლახან გამოჯანმრთელდნენ. პაციენტების ნაწილი, ახალი ეპიდემიის შედეგად გარდაიცვალა. "შავი ობის" ინფექცია გავრცელებულია მრავალ ქვეყანაში, თუმცა ინდოეთში მისი კონცენტრაცია მაღალია კლიმატური პირობების - მაღალი ტემპერატურისა და ტენიანობის გამო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system