თავში

ძაღლმა პოლიციას დაკარგული მოხუცი აპოვნინა

​ძაღლმა პოლიციას დაკარგული მოხუცი აპოვნინა
ძაღლმა პოლიციას დაკარგული მოხუცი აპოვნინა

9 საათიანის სამძებრო ოპერაციის შემდეგ, აშშ-ის შტატ ნიუ-ჯერსიში პოლიციამ 78 წლის ფრედი რეპის პოვნა შეძლო, რომელიც 27 ნოემბერს გაუჩინარდა. სამართალდამცავებს მისი ძაღლი დაეხმარა, რომელმაც ოფიცერი პატრონთან თავად მიიყვანა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

მამაკაცის მობილური ტელეფონის GPS მონაცემების გამოყენებით, პოლიციამ ფრედის ტყის მასივში ეძებდა, რომელიც ნაკრძალსაც მოიცავს. რთული რელიეფის გამო, სიგნალის დეტალიზაცია ვერ ხერხდებოდა, რაც სამძებრო ოპერაციას აჭიანურებდა. პოლიციამ დრონი და კვადროციკლიც კი გამოიყენა, თუმცა ყველა ცდა უშედეგო იყო.

მეორე დილით რეპი სერჟანტმა ჩარლზ ბრუკსმა იპოვა, რომელიც ამ რაიონში ნადირობდა. ბრუკსმა ძაღლი შენიშნა, რომელიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, რეპს ეკუთვნოდა. ცხოველმა სერჟანტი პატრონთან მიიყვანა, მან კი მამაკაცის და ძაღლის ტყიდან უსაფრთხოდ გამოყვანა შეძლო.

"ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ სერჟანტი ბრუკსი სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდა", - განაცხადეს პოლიციაში.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system