თავში

ეგვიპტეში მატარებელი რელსებიდან გადავიდა - დაღუპულია 8 ადამიანი

ეგვიპტეში მატარებელი რელსებიდან გადავიდა - დაღუპულია 8 ადამიანი
ეგვიპტეში მატარებელი რელსებიდან გადავიდა - დაღუპულია 8 ადამიანი

ეგვიპტის პროვინციაში კალიუბიაში, მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.  

გავრცელებული ინფორმაციით, მატარებელი ქალაქ ალ-მანსურიდან კაიროსკენ მიემართებოდა. ინციდენტის შედეგად, მატარებლის ექვსი ვაგონი გადატრიალდა.

წინასწარი მონაცემებით, უბედური შემთხვევის შედეგად 109 ადამიანი დაშავდა. 

ეგვიპტეში ეს სარკინიგზო შემთხვევის პირველი შემთხვევა არ არის. გასულ კვირას ეგვიპტის ჩრდილოეთით, შარკიის პროვინციაში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც 15 ადამიანი დაშავდა.

მარტის თვეში კი ორი მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system