თავში

ელისაბედ II-ის ბიძაშვილი რუსეთთან კავშირებს პირადი მიზნებისთვის იყენებდა - The Times

ელისაბედ II-ის ბიძაშვილი რუსეთთან კავშირებს პირადი მიზნებისთვი
ელისაბედ II-ის ბიძაშვილი რუსეთთან კავშირებს პირადი მიზნებისთვის იყენებდა - The Times

ჟურნალისტური გამოძიება ბრიტანეთის პრინც მაიკლს, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან არსებული კავშირებით "ვაჭრობაში" ამხელს. ამის შესახებ გამოცემა The Sunday Times წერს.

ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ II-ის ბიძაშვილს, კენტის პრინც მაიკლს, საკუთარი სამეფო სტატუსის ბოროტად გამოყენებას ედავებიან. გამოცემის ცნობით, პრინცი პირობას დებდა, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ბიზნესმენებს რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაში დაეხმარებოდა.

გამოცემა Channel 4-ის ჟურნალისტების მტკიცებით, პრინცი მაიკლი ბიზნესმენებს ჰპირდებოდა, რომ დღეში 10 ათასი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ იგი მათ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გარემოცვასთან დააკავშირებდა. 

78 წლის პრინცი მაიკლი რუსეთის ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალერია. იგი რუსულად გამართულად საუბრობს და მოსკოვშიც არაერთხელ იმყოფებოდა, როგორც საქმიანი, ასევე პირადი ვიზიტით. 

პრინცი ოფიციალურად არ არის სამეფო ოჯახის წევრი და არც ტახტის მემკვიდრეობაზე პრეტენზიის გამოთქმა შეუძლია. მისი წარმომადგენლების განცხადებით, მას პრეზიდენტ პუტინთან განსაკუთრებული ურთიერთობა არ აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system