თავში

ელისაბედ II მუშაობას დაუბრუნდა

​ელისაბედ II მუშაობას დაუბრუნდა
ელისაბედ II მუშაობას დაუბრუნდა

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II გასულ კვირას საავადმყოფოში ერთი ღამის გატარების შემდეგ თავის მოვალეობას სრულად დაუბრუნდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

დღე ის ორ ვირტუალურ ღონისძიებას დაესწრო, რომელზეც დიდ ბრიტანეთში სამხრეთ კორეისა და შვეიცარიის ახალ ელჩებს მიესალმა.

მომავალ წელს ელისაბედ II ინტრონიზაციის 70-ე წლისთავს აღნიშნავს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ ღამე საავადმყოფოში გაატარა. ბუკინგემის სასახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დედოფალი საავადმყოფოში 20 ოქტომბერს გადაიყვანეს, ექიმებმა მას "რამდენიმე დღით დაისვენა" ურჩიეს, 21-ში კი მონარქი ვინძორის სასახლეში დაბრუნდა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის 95 წლის დედოფალს, ელისაბედ მეორეს სამუშაო ვიზიტებისას რომელიმე ნათესავი - შვილი ან შვილიშვილი გაჰყვება. მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების გამო, ეს დედოფალს აუცილებლობის შემთხვევაში, დასვენების საშუალებას მისცემს, ვიზიტის ოფიციალურ მხარეს კი თანხმლები პირი გააგრძელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system