თავში

ემანუელ მაკრონს კვერცხი ესროლეს - VIDEO

​ემანუელ მაკრონს კვერცხი ესროლეს
ემანუელ მაკრონს კვერცხი ესროლეს - VIDEO

დაუდგენელმა პირმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, სავარაუდოდ, კვერცხი ესროლა. ინციდენტის მომენტში მაკრონი ლიონში გამოფენას Eurexpo ესწრებოდა. ინფორმაციას Lyon Mag ავრცელებს.

მისი ცნობით, თავდამსხმელმა იყვირა: "გაუმარჯოს რევოლუციას!".

გავრცელებული ინფორმაციით, კვერცხის ფორმის ობიექტი პრეზიდენტს მხარში მოხვდა.

უსაფრთხოების სამსახურმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა. მისი მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ცნობისთვოის, 8 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს დრომის დეპარტამენტში ვიზიტისას მამაკაცმა სახეში სილა გააწნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system