თავში

ენტონი ბლინკენმა უცხოელ კოლეგებთან ირანთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

ენტონი ბლინკენმა უცხოელ კოლეგებთან ირანთან დაკავშირებული საკითხები
ენტონი ბლინკენმა უცხოელ კოლეგებთან ირანთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გერმანელ, ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან ირანთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ბირთვული შეთანხმების აღდგენა განიხილა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ბლინკენმა ჰეიკო მაასთან, ჟან-ივ ლე დრიანსა და დომინიკ რააბთან ერთად ირანის გარდა, ასევე კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მიანმარის, რუსეთის, ჩინეთისა და კლიმატის ცვლილების თემებზეც ისაუბრა.  

„ჩვენ ყოვლისმომცველი და მნიშვნელოვანი საუბარი გვქონდა ირანთან დაკავშირებით, რათა ერთად გავუმკლავდეთ ბირთვულ და სხვა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებს“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაზე უარი 2018 წელს თქვა და ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. მხარეების შეხვედრა სწორედ აღნიშნული შეთანხმების აღდგენის საკითხებს მოიცავდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system