თავში

ერდოღანი 5 მარტს მოსკოვს ეწვევა

​ერდოღანი 5 მარტს მოსკოვს ეწვევა
ერდოღანი 5 მარტს მოსკოვს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 5 მარტს მოსკოვში ვიზიტს გეგმავს.

ორი ქვეყნის პრეზიდენტი, სირიის პროვინცია იდლიბში შექმნილი ვითარების პირისპირ განხილვაზე, სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ. შეხვედრაზე მხარეები იდლიბში ცეცხლის შეწყვეტისა და ვითარების დეესკალაციის საკითხებს განიხილავენ.

რუსეთსა და თურქეთს შორის კონსულტაციები ანკარაში 27-28 თებერვალს შედგა. თურქეთის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი სირიის დატოვებას არ აპირებენ. ანკარა სამხედრო ოპერაციებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს გაზრდის და კონტროლირებადი ტერიტორიების გაფართოებას შეეცდება, თუმცა, ისე, რომ რუსეთთან ურთიერთობა ჩიხში არ შეიყვანოს.

ერდოღანმა, სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას, პუტინს მოუწოდა, ანკარა სირიის მთავრობასთან პირისპირ დატოვოს და რაც საჭიროა, ისინი თავად გააკეთებენ.

იდლიბში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც სირიის სახელისუფლებო ძალებმა, რეგიონზე ინტენსიური შეტევები განაახლეს, რასაც ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისი, დეესკალაციის ზონაში თურქი ჯარისკაცების დაღუპვა და ათასობით სირიელი დევნილი მოჰყვა, რომლებიც თურქეთის საზღვრებს მიაწყდნენ. ანკარა აცხადებს, რომ სირიელი დევნილების ახალი ნაკადის მიღებას ქვეყანა უკვე ვეღარ შეძლებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system