თავში

ერდოღანი: ტერორისტ ხალიფა ჰაფთართან ერთად, საერთო მაგიდასთან არ დავჯდები

ერდოღანი: ტერორისტ ხალიფა ჰაფთართან ერთად, საერთო მაგიდასთან არ დავჯდები
ერდოღანი: ტერორისტ ხალიფა ჰაფთართან ერთად, საერთო მაგიდასთან არ დავჯდები

ჩემი პოლიტიკური ხედვების თანახმად, ტერორისტ ხალიფა ჰაფთართან ერთად, საერთო მაგიდასთან არ დავჯდები, მე მას დაჯდომის ნებას არ მივცემ, - ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა,  ლიბიის კრიზისთან დაკავშირებით გააკეთა. ბერლინში გამართული შეხვედრიდან დაბრუნებისას რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ  ფაიეზ ალ-სარაჯის მთავრობასთან მუშაობის სანაცვლოდ, რუსეთის პრეზიდენტმა, გენერალ ხალიფა ჰაფთართან მოსკოვის ძალისხმევის გააქტიურება შესთავაზა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარა ხედავს, თუ რა სახის თამაშები მიმდინარეობს ლიბიაში ტერორიზმთან ბრძოლის ნიღბის ქვეშ. მისივე თქმით თურქეთი გაერო-სგან აღიარებულ ფაიეზ ალ-სარაჯის მთავრობას უჭერს მხარს, რუსეთი კი ამბოხებულ გენერალ ხალიფა ჰაფთარს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system