თავში

ერევანი აზერბაიჯანისთვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემას განიხილავს - ლავროვი

ერევანი აზერბაიჯანისთვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემას განი
ერევანი აზერბაიჯანისთვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემას განიხილავს - ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ბაქოში გამართული ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ერევანში აზერბაიჯანისთვის დანაღმული ტერიტორიების რუკების გადაცემის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

”ჩვენ გვინდა, რომ ყველა ჰუმანიტარული საკითხი  რაც შეიძლება სწრაფად და წინაპირობების გარეშე გადაწყდეს, განსაკუთრებით ნაღმებთან დაკავშირებული საკითხები.

ეს საკითხი ერევანშიც განვიხილეთ. ვფიქრობ, სომხეთის ხელმძღვანელობას ესმის, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა აუცილებელია. პირველი ნაბიჯები გადაიდგა და ამის შესახებ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასაც ვაცნობე. იმედი გვაქვს, რომ ამ საკითხის განხილვა დაჩქარდება და სრულად გადაწყდება", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system