თავში

ერთ დღეში მსოფლიოში COVID-19-ით 400 000 ადამიანი დაინფიცირდა

ერთ დღეში მსოფლიოში COVID-19-ით 400 000 ადამიანი დაინფიცირდა
ერთ დღეში მსოფლიოში COVID-19-ით 400 000 ადამიანი დაინფიცირდა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა. საინფორმაციო გამოცემა Reuters-ის ცნობით, გასულ დღეს მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით 400 000 ადამიანი დაინფიცირდა.

ევროპა კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით მსოფლიოს ახალი ეპიცენტრი გახდა. ევროპის მასშტაბით გასული ერთი დღის განმავლობაში ინფიცირების საშუალოდ 140 000 შემთხვევა დაფიქსირდა.

ევროპაში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოში, რუსეთში, ესპანეთში და ნიდერლანდებში ფიქსირდება. საფრანგეთში კორონავირუსით ერთ დღეში 19,425 ადამიანი დაინფიცირდა.

ევროპის რამდენიმე ქვეყანაში დაიხურა სკოლები და უნივერსიტეტები. რუსეთი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ჩრდილოეთ ირლანდია ხურავს სკოლებს ორი კვირით. ესპანეთში იხურება ბარები და რესტორნები. ჩეხეთი ასევე დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. პოლონეთის ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა კატასტროფის ზღვარზეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system