თავში

"ეს უბრალოდ ყალბი ამბებია" - გერმანიის პრეზიდენტი უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე

"ეს უბრალოდ ყალბი ამბებია" - გერმანიის პრეზიდენტი უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე
ეს უბრალოდ ყალბი ამბებია - გერმანიის პრეზიდენტი უვიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებაზე

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი "ევროობზერვერის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ფეიკ ნიუსს" უწოდებს.

"დღეს, როდესაც აქ (კიშინიოვში) ჩამოვედი, ამ შეტყობინების წაკითხვა ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თქვენთვის. აღნიშნულის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიახლე. ეს უბრალოდ ყალბი ამბებია," - აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.

აღნიშნული განცხადება ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გამოცემა  "ევროობზერვერის" მიერ გამოქვეყნებული სიახლის საპასუხოდ, მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ცნობისთვის, EUobserver-ის ინფორმაციით, ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას განიხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system