თავში

ესპანეთში 2000 წლის ხმალი ონლაინ აუქციონზე იყიდებოდა

ესპანეთში 2000 წლის ხმალი ონლაინ აუქციონზე იყიდებოდა
ესპანეთში 2000 წლის ხმალი ონლაინ აუქციონზე იყიდებოდა
© Prensa Secretaria 2/Policía Nacional

ესპანეთის პოლიციამ 2000 წელზე მეტი ხნის წინ დამზადებული. იბერიული ხმალი - ფოლკატა ამოიღო, რომელიც ონლაინ აუქციონზე გაიყიდა. ინფორმაციაც The Guardian ავრცელებს.

აუქციონზე ჯამში გათხრების დროს აღმოჩენილი 200-ზე მეტი ნივთის კოლექცია გამოიტანეს, რომელთა შორის ისრისპირები, სამკაულები და კერამიკის ფრაგმენტები იყო.

"ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ პოლიციამ მიაკვლია ადამიანს, რომელმაც ხმალი გასაყიდად გამოიტანა. ის ესპანეთის მოქალაქე იყო“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

პოლიციამ დასძინა, რომ ხმალი და სხვა ნივთები ამოღებულია, გამყიდველი კი არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

ხმალი იბერიელ მეომარს ეკუთვნოდა. ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-III საუკუნეებში, ანუ წინარომაულ ხანაშია დამზადებული.

აღმოჩენის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ფოლკატებს როგორც პირად იარაღს, ჩვეულებრივ, მფლობელს საფლავში აყოლებდნენ, ბარს პირს კი ჭრიდნენ. ეს ხმალი კი შედარებით კარგ მდგომარეობაშია შემორჩენილი, რაც მას განსაკუთრებით იშვიათს და ღირებულს ხდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system