თავში

ესპანეთში ათდღიანი გლოვა გამოცხადდება

ესპანეთში ათდღიანი გლოვა გამოცხადდება
ესპანეთში ათდღიანი გლოვა გამოცხადდება

ესპანეთის მთავრობა COVID-19-ის ინფექციით დაღუპულთათვის პატივის მისაგებად ათდღიან გლოვას გამოაცხადებს.

”სამშაბათს, ესპანეთის მთავრობა პანდემიის მსხვერპლთა საპატივცემულოდ ათდღიან გლოვას ოფიციალურად დაამტკიცებს. ეს არის ყველაზე გრძელი ოფიციალური გლოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში”, - განაცხადა ესპაეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მაღალი მზადყოფნის რეჟიმი ქვეყანაში 7 ივნისამდე კვლავ იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, ქვეყანაში საერთაშორისო ტურიზმი ივლისის თვიდან განახლდება.

ინფექციის გავრცელების დაწყებიდან დღემდე ესპანეთში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 234,800 შემთხვევა, გარდაიცვალა 28 628 პაციენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system