თავში

ესტონეთი ვაქცინაციის საერთაშორისო პასპორტის შექმნის ინიციატივით გამოდის

​ესტონეთი ვაქცინაციის საერთაშორისო პასპორტის შექმნის ინიციატივით გამოდ
ესტონეთი ვაქცინაციის საერთაშორისო პასპორტის შექმნის ინიციატივით გამოდის

ესტონეთმა ვაქცინაციის საერთაშორისო პასპორტის შექმნის ინიციატივა წარადგინა. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა Eesti Päevaleht ავრცელებს.

”ესტონეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დონეზე ვაქცინაციის საერთაშორისო პასპორტის შექმნის შესახებ წარადგინა ინიციატივა. ხელისუფლება შეამოწმებდა QR-კოდს და ადამიანებს თავისუფლად მოგზაურობა ისევ შეეძლებოდა", - განაცხადა რეინსალუმ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვაქცინაციის საერთაშორისო სტანდარტის მიღებას საერთაშორისო ტურიზმის აღდგენისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ნაბიჯად თვლის. რეინსალუს თქმით, QR კოდების მქონე ცნობების დანერგვა ეტაპობრივად მოხდებოდა და კარგი იქნებოდა, თუ ისინი მესამე ქვეყნებშიც იმოქმედებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system