თავში

ევროკავშირი თურქეთის მხარდაჭერის გარეშე ძალაუფლების შენარჩუნებას ვერ შეძლებს - ერდოღანი

ევროკავშირი თურქეთის მხარდაჭერის გარეშე ძალაუფლების შენარჩუნებას ვერ
ევროკავშირი თურქეთის მხარდაჭერის გარეშე ძალაუფლების შენარჩუნებას ვერ შეძლებს - ერდოღანი

"ევროკავშირი თურქეთის მხარდაჭერის გარეშე, ახალი გამოწვევების წინაშე საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებას ვერ შეძლებს", - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს ევროკავშირი ისეთი პრობლემების წინაღე აღმოჩნდა, როგორებიცაა: ლტოლვილთა კრიზისი, ისლამოფობია და ქსენოფობია, ფინანსური დაუცველობა, ბრექსიტი და კორონავირუსის პანდემია.

”ევროკავშირს სჭირდება ახალი მიდგომები და სტრუქტურული გარდაქმნები, განსაკუთრებით გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის საკითხში ... აშკარაა, რომ თურქეთის მხარდაჭერისა და წვლილის გარეშე, ევროკავშირი ვერ შეძლებს შეინარჩუნოს თავისი ძალაუფლება”, - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ანკარა მზადაა დაეხმაროს ევროკავშირს პრობლემების მოგვარებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system